Saturday, December 1, 2012


                                       პროექტი
პროექტის სახელწოდება -„ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება!“
პროექტის მთავარი იდეა-ინკლუზიური ბავშვების სოციალური ადაპტაცია გარემოსთან და ხვა თანატოლებთან.
პროექტის აქტუალობა-ინკლუზია ჩვეულებრივი მოვლენაა,თუმცა ის დღემდე მტკივნეულად აღიქმება ბავშვებსა და მოზარდებში.ვთვლი,რომ საჭიროა ღონისძიებების გატარება  ასეთი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.
პროექტის მიზანი-ერთის მხრივ გავუღვივოთ ასეთ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა და მნიშვნელობის შეგრძნება,ხოლო მეორეს მხრივ დავანახვოთ ჩვეულებრივ ბავშვებს მათთან გულწრფელი დამოკიდებულების  აუცილებლობა,რათა ადგილი არ ჰქონდეს ზერელე ტოლერანტობას.ბავშვებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების და კომუნიკაციის უნარები.
მონაწილეთა ასაკი-12-13 წელი.მეშვიდე კლასი.
პოექტის ხანგრძლივობა-15 დღე.(19/11-03/12)
მოსალოდნელი შედეგები- ერთობლივიღონისძიება,ერთად შესრულებული სიმღერებით,წინასწარ მომზადებული ჩანახატების, ესეების და კედლის გაზეთის  პრეზენტაცია.
საჭირო რესურსები-მუსიკალური ცენტრი,კამერა,2 ცალი მიკროფონი,1 ცალი ფორმატი,ფერადი ფანქრები,საღებავები.
პროექტის მსვლელობა-1.დაგეგმვა-ვსაუბრობ ჩვეულებრივ ბავშვებთან აღნიშნული პრობლემის შესახებ,შევახსენებ,რომ ჩვენს  სკოლაში არის საკმაო რაოდენობა შშს  ბავშვების,რადგან მეოთხე სკოლას აქვს ექსკლუზიური უფლება შიდა ქართლში მოემსახუროს მათ შესაფერისი ავტობუსით და მათზე მორგებული გარემოთი.3 დეკემბერი  შშს მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.შევთავაზებ ბავშვებს, გავულამაზოთ მათ ეს დღე და მათი თანამონაწილეობით ჩავატაროთ ღონისძიება.2.მომზადება-ბავშვებს ვყოფ ჯგუფებად,ამზადებენ მუსიკალურ დუეტებს,წერენ ჩანახატებს და ესეებს,მუშაობენ კედლის გაზეთზე.3.განხორციელება-3 დეკემბერს განვახორციელებთ მომზადებულ აქტივობებს და ჩავატარებთ დაგეგმილ ღონისძიებას.4.წარდგენა-მოსწავლეები გააკეთებენ კედლის გაზეთს,რომელიც გაფორმებული იქნება ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოებით,მათი ჩანახატებით,ლექსებით.გააკეთებენ პრეზენტაციას power point-ში.5.შეფასება-მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი-ნ.ქარელი.
ელ-ფოსტა-natokareli@gmail.com